#3000 🍷 ქინძმარაულის ზონაში, ყვარელთან ახლოს – იყიდება უნიკალური პრემიუმ კლასის ღვინისა და აგროტურისტული კომპლექსი!
🌿 15 ჰექტარი სრულად მოწყობილი მრავალფუნქციური მამული, რომელიც აერთიანებს მეღვინეობას, ტურიზმს, ფერმერულ მეურნეობასა და პრემიუმ კლასის დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.
🍇 9 ჰექტარი საფერავის ვენახი – აღჭურვილი თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემით. მდებარეობს ქინძმარაულის მიკროზონაში, რაც ამ ქონებას განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს.
🏭 700 კვ.მ თანამედროვე ღვინის ქარხანა – უახლესი დანადგარებითა და 110 ტონა მოცულობის ცისტერნებით. საწარმოო სიმძლავრის გაზრდა შესაძლებელია 700 ტონამდე.
🏡 კომპლექსში შედის:
✨ 2 სრულად მოწყობილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი;
🛏️ სასტუმრო კოტეჯი;
🪨 ძველ ქართულ სტილში აშენებული ქვის სახლი;
🛡️ დაცვის საცხოვრებელი;
🍽️ დამოუკიდებელი სამზარეულო-სასადილო შენობა ბუხრით, სათავსოებითა და სამრეცხაოთი.
🏊 12×5 მეტრის აუზი ავტონომიური გათბობით, 🍹 ბუნგალო-ბარითა და იზოლირებული გამწვანებული სივრცით.
🔥 საზაფხულო ღია სივრცე ქვისა და აგურის კონსტრუქციით – თონით, სამწვადითა და სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი.
🛶 ხელოვნური ტბა საკუთარი კუნძულით, ნავებით, 🐟 თევზითა და 🌳 ტირიფებით გაფორმებული სანაპიროთი – ნამდვილი ოაზისი.
🐄 1.5 ჰექტარზე განლაგებულია სრულად ფუნქციონირებადი ფერმა:
✅ ბოსელი 20 სული საქონლისთვის;
🧀 ყველის საწარმოო და შესანახი სივრცე;
🐖 თანამედროვე ღორის ფერმა, გათვლილი წელიწადში 500–600 საბეკონე ღორის წარმოებაზე;
🐓 საქათმე;
👨🌾 მწყემსების საცხოვრებელი;
🏚️ დიდი სასაწყობე ამბარი;
🍎 400 ძირიანი მრავალფეროვანი ხეხილის ბაღი.
📦 დამატებით:
🏢 300 კვ.მ სასაწყობე შენობა;
🌰 თხილის ბაღი;
🌳 ძველი და ახალი კაკლის ხეები;
🍑🍒🍐 მრავალფეროვანი ხეხილი მთელ ტერიტორიაზე.
🏠 ყველა შენობა გადახურულია კრამიტით.
⚡ შეყვანილია ელექტროენერგია.
🔥 ბუნებრივი აირი.
💧 4 თვითდინებიანი ჭაბურღილი – წყლის მუდმივი და საიმედო მარაგით.
⛪ ფაზენდის მახლობლად მდებარეობს წმინდა სამების სახელობის ტაძარი, რომელიც აშენებულია დამფუძნებლების მიერ და კურთხეულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.
💎 ეს არ არის მხოლოდ უძრავი ქონება — ეს არის მზა ბიზნესი, რომელიც აერთიანებს:
🍷 ღვინის წარმოებას
🏨 სასტუმრო მიმართულებას
🌿 აგროტურიზმს
🐄 ფერმერულ მეურნეობას
🍽️ სარესტორნო კონცეფციას
🌅 პრემიუმ კლასის დასასვენებელ სივრცეს
📈 მსგავსი მასშტაბისა და შესაძლებლობების ობიექტები საქართველოში ძალზე იშვიათია და წარმოადგენს უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას.
ფასი შეთანხმებით
599618444