იყიდება ახალი გარემონტებული უნივერსალური კომერციული ფართი საბურთალოზე, კამანის ქუჩაზე.
ფართის საერთო ფართობია 100 კვ.მ და გამოირჩევა პრაქტიკული დაგეგმარებით. ამჟამად იგი დაყოფილია ორ დამოუკიდებელ ნაწილად – 55 კვ.მ და 45 კვ.მ, რაც შესაძლებლობას იძლევა გამოიყენოთ როგორც ერთი, ისე ორი დამოუკიდებელი კომერციული ობიექტის სახით.
ობიექტი იდეალურია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის, მათ შორის:
ოფისისთვის;
კლინიკისთვის;
სალონისთვის;
მაღაზიისთვის;
სასწავლო ცენტრისთვის;
შოურუმისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის.
ფართს დამატებით უკანა მხრიდან ეკუთვნის 35 კვ.მ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია 2 ავტომობილის პარკირება. სურვილის შემთხვევაში აღნიშნული სივრცის შემოერთებაც შესაძლებელია, რაც ობიექტს კიდევ უფრო ფუნქციურს ხდის.