იყიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

იყიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

39ID: 25924168
თხილნარი
630,000
1 მ² - 118
5343 მ²
ფართი
ასფალტის გზა

მოკლე აღწერა

დამტკიცებული პროექტით

საინვესტიციო

იყიდება საინვესტიციო მიწის ნაკვეთი მზა გლემფინგ-პროექტით — ბათუმიდან 15–20 წუთში

იყიდება უნიკალური საინვესტიციო მიწის ნაკვეთი სოფელ თხინვალში, ბათუმიდან ავტომობილით დაახლოებით 15–20 წუთის სავალზე. ნაკვეთი მდებარეობს გამორჩეულ ადგილას, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ბათუმზე, ზღვასა და აჭარის ბუნებაზე. ტერიტორია გარშემორტყმულია სიმწვანით და იდეალურად შეეფერება ტურისტული, სასტუმრო ან გლემფინგ-კომპლექსის განვითარებას. ქონების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისასვლელი გზა ნაკვეთის ორივე მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც მშენებლობის პროცესს, ასევე მომავალში კომპლექსის დაგეგმარებასა და ექსპლუატაციას.

მიწასთან ერთად მყიდველს გადაეცემა უკვე მომზადებული და შეთანხმებული გლემფინგ-კომპლექსის პროექტი, რომელიც გათვლილია თანამედროვე ტურისტული ობიექტის მოწყობაზე.

პროექტისთვის ასევე მომზადებულია ბიზნეს-გეგმა და დეტალური ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისად მყიდველი იღებს არა უბრალოდ მიწის ნაკვეთს, არამედ პრაქტიკულად მზა საინვესტიციო კონცეფციას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად მოკლე ვადებში.

პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა ინვესტორისთვის, სასტუმრო ბიზნესისთვის ან დეველოპერისთვის, რომელსაც სურს ბათუმთან ახლოს შექმნას განსხვავებული კონცეფციის პრემიუმ გლემფინგი, ეკო-რეზორტი ან მცირე ბუტიკური სასტუმრო კომპლექსი.

ტერიტორიის ბუნებრივი გარემო, სიმაღლე, ქალაქისა და ზღვის ხედები და ამავდროულად ბათუმთან სიახლოვე ქმნის კარგ საფუძველს ოთხსეზონიანი ტურისტული პროექტის განვითარებისთვის.

იყიდება მიწა სრულ პროექტთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია, პროექტის სრული პრეზენტაცია, ბიზნეს-გეგმა, ხარჯთაღრიცხვა და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.
ს/კ:22.2********კოდის ნახვა

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
სასოფლო-სამეურნეო
ასფალტის გზა
კი
გიგა
მესაკუთრე
ყველა განცხადება (1)
გიგა
მესაკუთრე

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე