ნაკვეთი მდებარეობს სოფლის შუაგულში, სკოლასთან ახლოს, ცენტრალური გზიდან პარალელურ გზაზე.
ჭიშკრამდე მიდის ასფალტიზირებული გზა, შეყვანილია ელექტროენერგია ინდივიდუალური მრიცხველით. გაზი და სახელმწიფო წყალი (სასმელი) არის ჭიშკართან. სოფელს აქვს ინტერნეტი, ტელევიზია, სარწყავი წყალი.
დამატებით გაკეთებულია სასმელი წყლის ინდივიდუალური ჭაბურღილი.
მიწა უხვმოსავლიანია, დარგულია მსხმოიარე ხეხილი: ბალი, ალუბალი, ქლიავი, ვაშლი, მსხალი, ბროწეული, ჭერამი, ნუში, თხილი, კაკლის ხე. ასევე დარგულია: იასამანი ვარდები, კვიპაროსის ხეები.
ნაკვეთი არის მართკუთხედი ფორმის, სწორი რელიეფით. საუკეთესო ადგილია აგარაკისთვის.