საინვესტიციო შესაძლებლობა სენაკში (ხორში) – მზა ბიზნესი და იდეალური ადგილი დასასვენებელი კომპლექსისთვის!
იყიდება (ან გაიცემა 15-წლიანი იჯარით, თანხის ერთიანი გადახდით) 20,800 კვ.მ (2.08 ჰა) მოვლილი, დასახლებული და სრულად უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო/საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორშში.
ნაკვეთის მთავარი უპირატესობები:
მზა შემოსავლის წყარო: ნაკვეთის 1 ჰექტარზე გაშენებულია უეკლო მაყვლის პლანტაცია (წლიური მოსავალი 4-6 ტონა), ასევე დარგულია 1,500 ძირი დაფნა და სხვადასხვა სახეობის ხილი.
უნიკალური გარემო და ლოკაცია: ნაკვეთზე არის ულამაზესი ნაძვნარი, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს. იდეალურია კოტეჯების, საოჯახო სასტუმროსა თუ სარესტორნო კომპლექსის მოსაწყობად.
სრული ინფრასტრუქტურა: მიყვანილია ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი. ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული გზა (არ არის ტრასასთან ახლოს, რაც უზრუნველყოფს სიმშვიდეს).
უსაფრთხო და მოწესრიგებული: ფართობი სრულად შემოღობილია, დამუშავებული და არ გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
სტრატეგიული მდებარეობა:
სკოლა და ადგილობრივი საკრებულო – 350 მეტრში
მარტვილი – 35 კმ-ში
ანაკლიის პორტი – 69 კმ-ში
ფასი: $35000 დოლარი, ვარ მეპატტრონე, რეალურ მყიდველს ფასი დააკლდება