იყიდება ნეოკლასიკური სტილის ვილა ქოშიგორაზე, კელასურის ქუჩაზე, თბილისის მოლის მოპირდაპირედ — თბილისისა და მთების ულამაზესი პანორამული ხედებით.
სახლი მდებარეობს შემაღლებულ და დასახლებულ ადგილას, გამოირჩევა ინდივიდუალური არქიტექტურით, ბუნებრივი განათებით, დახვეწილი ინტერიერითა და ფუნქციური გეგმარებით.
აშენებულია პირადი საცხოვრებლისთვის, განსაკუთრებული ყურადღებით მშენებლობის ხარისხის, ენერგოეფექტურობის, კომფორტისა და თითოეული დეტალის მიმართ.
ძირითადი მახასიათებლები:
▪ 4 სართული
▪ 5 საძინებელი, მათ შორის 3 საკუთარი სველი წერტილით
▪ 3 დამოუკიდებელი მისაღები ოთახი
▪ 6 სრულად მოწყობილი სველი წერტილი
▪ 2 ტერასა და 3 აივანი
▪ 23 ფანჯარა
▪ გათბობით უზრუნველყოფილი დამატებითი სივრცე −1 სართულზე
▪ ავტომობილით ეზოს უკანა ნაწილში შესვლის შესაძლებლობა
სართულების განლაგება
−1 სართული — სამრეცხაო ოთახი და 55 მ² გათბობით უზრუნველყოფილი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებელია მოეწყოს დასასვენებელ, სავარჯიშო ან დამატებით საცხოვრებელ სივრცედ.
I სართული — მცირე მისაღები ოთახი, საძინებელი საკუთარი სველი წერტილითა და საშხაპით, დიდი მისაღები გაერთიანებული სამზარეულოთი, ტერასა, ეზოში პირდაპირი გასასვლელი და დამატებითი სველი წერტილი საშხაპით.
II სართული — 4 საძინებელი, მათ შორის 2 საკუთარი სველი წერტილითა და საშხაპით, აივნები და დამოუკიდებელი სველი წერტილი აბაზანით.
III სართული — პანორამული მისაღები ოთახი დიდი ტერასით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები თბილისსა და მთებზე, ტექნიკური ოთახი და სველი წერტილი.
მშენებლობის ხარისხი და გამოყენებული მასალები:
▪ რკინა-ბეტონის კონსტრუქცია
▪ შენობის თბოიზოლაციის სისტემა
▪ ბელგიური კარ-ფანჯარა გერმანული ROTO-ს მექანიზმებით
▪ მარმარილოს კიბეები ოთხივე სართულზე
▪ მარმარილოს რაფები ყველა ფანჯარაზე
▪ მაღალი ხარისხის კერამოგრანიტი
▪ სამზარეულოს კვარცის სამუშაო ზედაპირები
▪ იატაკქვეშა გათბობა პირველ სართულზე
▪ Ariston / Immergas-ის გათბობის სისტემა და ბოილერი
▪ GROHE-სა და VitrA-ს სანტექნიკური შემრევები
ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა:
▪ Electrolux-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკა
▪ ჩაშენებული მაცივარი და საყინულე
▪ 15 პერსონაზე გათვლილი ჭურჭლის სარეცხი მანქანა
▪ სარეცხი და საშრობი მანქანები
ამჟამად მიმდინარეობს ეზოსა და გალავნის კეთილმოწყობის სამუშაოები.
მიწის ნაკვეთის სტატუსი — სასოფლო-სამეურნეო.
სახლის ღირებულებაში ასევე შედის საცურაო აუზის სრული პროექტი და ნახაზები, ტექნიკური ოთახის პროექტი, გერმანული წარმოების ტექნიკური აღჭურვილობა და ყველა საჭირო მოწყობილობა, მათ შორის ლაზერული ფილტრაციის სისტემა, ტუმბოები, განათება და სხვა აქსესუარები, ასევე საცურაო აუზისთვის განკუთვნილი 130 მ² მოსაპირკეთებელი ფილა.
ღირებულება: 690 000 აშშ დოლარი.
იყიდება უშუალოდ მესაკუთრისგან, სახლი ახალია, უცხოვრებელი და იყიდება ავეჯითა და ტექნიკით.
სახლის დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით.