სასწრაფოდ იყიდება კერძო სახლი ორხევში, თეთრი ხევის დასახლებაში – პირდაპირ მეპატრონისგან!
თუ ეძებთ განსაკუთრებულ, გამორჩეულ საცხოვრებელს ქალაქში (10 წუთი ისნის მეტრომდე), სადაც მშვიდ გარემოსა და კომფორტს შეუთავსებთ ერთმანეთს, ეს სახლი თქვენთვისაა!. სახლი გარშემორტყმულია საოცარი სიმწვანით, ასევე სახლთან 100 მეტრშია ულამაზესი კეთილმოწყობილი პარკი, რაც იდეალურია მათთვის, ვისაც ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო გარემო იზიდავს.
უძრავი ქონების მთავარი სიმდიდრეა მისი 1000 კვადრატული მეტრის ფართობის სწორი, იდეალური ეზო, რომლის მოცულობაც იძლევა შესაძლებლობას, მასზე თავისუფლად დაშენდეს კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახლი ან კოტეჯი. თავად სახლი არის ერთსართულიანი, თუმცა დგას მყარ, მაღალ საძირკველზე და სახლში შესასვლელად რამდენიმე საფეხურის კიბეა. მისი საერთო ფართობი 180 კვადრატული მეტრია, ხოლო 3.40-მეტრიანი ჭერის სიმაღლე შიდა სივრცეს განსაკუთრებულ სინათლეს მატებს.
სახლი არის სულ ახალი გარემონტებული, სადაც გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პრემიუმ მასალები – იატაკზე დაგებულია ექსკლუზიური მუხისა და მაჰაგონის პარკეტი, ხოლო მისაღებ ოთახში ნამდვილი, იდეალურად გაკეთებული ბუხარია, რომელიც სახლს განსაკუთრებულ ხასიათსა და სითბოს სძენს. სახლში არის 3 დამოუკიდებელი, მყუდრო საძინებელი და სამი სველი წერტილი. კომფორტს სახლს აქვს 20 კვადრატული მეტრის კაპიტალური სარდაფი და ავტოფარეხი.
ინფრასტრუქტურის მხრივ პირობები იდეალურია: სახლამდე მიდის მოწესრიგებული ასფალტირებული გზა, მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან ძალიან ახლოს და შეყვანილია აბსოლუტურად ყველა საჭირო კომუნიკაცია, მათ შორის ცენტრალური გათბობა და ინტერნეტი.
ეს არის იდეალური ალტერნატივა მათთვის, ვისაც სტანდარტული ბინის ნაცვლად საკუთარი, მწვანე სივრცე და კაპიტალური სახლი სურს.
(დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დამიკავშირდეთ მხოლოდ რეალური მყიდველები. ფასზე დალაპარაკება შესაძლებელია ადგილზე, სახლის ნახვისას). ამჟამად გაქირავებულია 1500$