2-სართულიანი სახლი მანავის ცენტრში
იყიდება 2021 წელს აშენებული, მყარი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის სახლი მანავის ცენტრში.
საერთო საცხოვრებელი ფართი: 356 მ²
ეზოს ფართობი: 2,020 მ²
კონსტრუქცია: რკინა-ბეტონი, 30-ბემზის ბლოკი
ცენტრალური გათბობა: ორივე სართულზე
პირველი სართული სრულად გარემონტებულია და საცხოვრებლად მზადაა. განთავსებულია მისაღები, სამზარეულო, 3 საძინებელი და 1 სველი წერტილი.
მეორე სართულიც დაგეგმარებულია საცხოვრებლად — არის მისაღები, სამზარეულო, 3 საძინებელი და 1 სველი წერტილი. მეორე სართული შელესილია და მზად არის სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად — საჭიროა რემონტი და კარებების დაყენება.
სახლი გამოირჩევა კარგი თბოიზოლაციით — ზაფხულში გრილია, ზამთარში კი თბილი. ორივე სართულზე დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა.
სახლს აქვს დიდი, 2,020 მ² ეზო, რაც იძლევა ბაღის, აუზის, დასასვენებელი სივრცისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობას.
მდებარეობა — მანავის ცენტრი.
სახლი საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ ან საოჯახო სასტუმროს/აგარაკის მოსაწყობად.