იყიდება კაპიტალური სახლი კახეთში სოფელ გურჯაანში ცენტრალური გზის პირას პანორამული ხედით კავკასიონზე და ალაზნის ველზე.
ნაკვეთის ფართი 2958 კვ/მ ორი შესასვლელით ცენტრალური და გვერდითი გზიდან. სახლის საერთო ფართი - 521,5 კვ/მ.
I სართული - ვერანდა, სამზარეულო, 3 იზოლირებული ოთახი, საგარდერობე, 2 სველი წერტილი ჭერის სიმაღლე 3.50 მეტრი.
II სართული - დიდი ვერანდა, 1 დიდი დარბაზი, 3 იზოლირებული ოთახი, საგარდერობე და გაერთიანებული ვანა ტუალეტი. ჭერის სიმაღლე 3.50 მეტრი.
სარდაფის სართული - ღია სივრცე, 3 ოთახი. ჭერის სიმაღლე 2.20 მეტრი
ცალკე მდგომი ავტოფარეხი 30კვ/მ
საკუთარი არტეზიული ჭა (სიღრმე 120 მეტრი) 5 ტონიანი ავზი. წყლის ხარისხი მრავალჯერ იქნა შემოწმებული და შეესაბამება სასმელი წყლის პარამეტრებს. შესაძლებელია საცურაო აუზის მოწყობა.
სახლი წარმოადგენს კაპიტალურ შენობას.აქვს შიდა კიბე. ახალი გადახურულია კორეული მეტალოკრამიტით. მუხის კარ-ფანჯარა და პარკეტი კარგ მდგომარეობაში. ახალი ელექტროგაყვანილობა და წყალგაყვანილობა. სახლში შეყვანილია გაზი, მუნიცპალური წყალი და დენი ( სამ ფაზიანი). მიმდინარეობს სველი წერტილების განახლება. სამღებრო სამუშაოები შესასრულებელია.
ეზოში არის ხეხილი და 350 ძირი ვაზი: საფერავი, რქაწითელი, მანავის მწვანე და ასევე ეგზოტიკური სასუფრე ჯიშები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 551 022 448