იყიდება 2 სარტულიანი კერძო სახლი შინდისში, ახალი კერძო სახლების უბანში.
სახლის საერთო ფართია 220 მ2 და მოიცავს მისაღებ ოთახს, ინდივიდუალურ სამზარეულოს, 4 საძინებელს, კაბინეტს (შესაძლებელია საძინებლად გამოყენება), 2 სველ წერტილს, 2 აივანსა და ვერანდას.
გამწვანებული ეზოს ფართია 600 მ2. აქვს ავტომატური სარწყავი სისტემა. არის სრულად მოპირკეთებული და გამწვანებული დეკორატიული მცენარეებით, უკანა ეზოში ხეხილით.
დამონტაჟებულია ჭკვიანი საკეტები ეზოსა და სახლის შესასვლელ კარზე, ასევე ჭკვიანი ზარი და ვიდეო კამერები. მასიური ღობე სრულ პერიმეტრზე. ავტობუსის გაჩერება 500 მეტრში.
სახლი აშენდა 3 წლის წინ და იყიდება ავეჯითა და ტექნიკით.