გნაცხადება მათთვის ვინც ეძებს უძრავ ქონებას თბილისის გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა უბნებში! იყიდება ახალი აშენებული, კერძო სახლი ლისზე, ლისი არეას სექტორში, ლისის ტბიდან 10 წუთის სავალ გზაზე, ახალი რემონტით, ავეჯით, ტექნიკით, კონდიციონერებით, ცენტრალური და იატაკქვეშა გათბობის სისტემით, სახლში ყველა საჭირო კომუნიკაციით. სახლის საერთო ფართობია 600 მ² სადაც განთავსებულია; 4 ნათელი საძინებელი დამოუკიდებელი საგარდერობე ოთახებით (1 მასტერ ბედრუმი), 1 დიდი მისაღები, 1 იზოლირებული სამზარეულო ჩაშენებული ტექნიკით და ავეჯით, 1 დიდი ჰოლი, რომელიც აკავშირებს ოთახებს ერთმანეთთან, 2 ტექნიკური ოთახი, სადაც განთავსებულია გათბობის ქვაბები და წყალმომარაგების რეზერვუარები, 2 ერთმანეთისგან იზოლირებული სივრცე პირველ სართულზე, საერთო ფართობით 280 მ², სადაც გათვალისწინებულია 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საცხოვრებელი სივრცის მოწყობა. 3 სველი წერტილი, 2 დიდი ზომის ვერანდა, მაღალი ხედებით თბილისზე, 1 აივანი. სახლი აშენებულია მონოლითური კონსტრუქციით, სადაც გათვალისწინებულია თბო იზოლაცია, რომელიც უზრუნველყოფს სახლში არსებული ტემპერატურის შენარჩუნებას. სახლს გააჩნია საკუთარი წყალმომარაგების სისტემა ჭაბურღილის სახით. სახლთან ახლოს არის ივენთჰოლი ლისი მერე, პოლიციის ადმინისტრაციული შენობა, ლისი ლემანსი, სხვადასხვა ქსელური მარკეტები და სავაჭრო ობიექტები. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს აქტიური განაშენიანება, არის განვითარებადი უბანი. დამატებითი დეტალების გასაცნობად დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ასევე ვატსაპზე და ვაიბერზე.