იყიდება დუპლექსი ვერაზე | 194 მ²
ვერაზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გამორჩეულ უბანში, იყიდება 194 მ² საერთო ფართის დუპლექსი, რომელიც აერთიანებს 5-ოთახიან ძირითად ბინას და დამატებით 1-ოთახიან ბინას დამოუკიდებელი შესასვლელით.
📍 ფილარმონიიდან - 3 წთ. ფეხით
📍 რუსთაველის მეტროდან - 5 წთ. ფეხით
ძირითადი ბინა გამოირჩევა დიდი და ნათელი სივრცეებით: დიდი ზალა, 17 მ² დამოუკიდებელი სამზარეულო, 3 საძინებელი, 2 აბაზანა-ტუალეტი და დამატებითი ლოჯი.
ბინას აქვს 3 მეტრის სიმაღლის ჭერი, გამჭოლი განლაგება და თითოეული ოთახიდან აივანზე გასასვლელი. ეზოს მხარეს ოთახებს აერთიანებს ფართო ტერასა, საიდანაც თბილისის ანძის ხედი იშლება.
ინტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია მოქმედი, მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხარი. ზალაში, ლოჯსა და შიდა კიბეზე დაგებულია მაღალი ხარისხის ნატურალური პარკეტი (წიფელი).
დუპლექსის დამატებითი 1-ოთახიანი ბინა მდებარეობს პირველ სართულზე, აქვს ეზოდან დამოუკიდებელი შესასვლელი, საკუთარი სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტი და ამჟამად ცალკე არის გამოყოფილი გასაქირავებლად.
საერთო ჯამში დუპლექსს აქვს 3 აბაზანა-ტუალეტი.
საძინებლები გადის იზოლირებულ, მშვიდ ეზოზე, ხოლო ბინის მეორე მხარე წყნარ ქუჩაზე. კორპუსს აქვს მოვლილი და იზოლირებული ეზო.