იყიდება 192 კვ.მ. ბინა „ანაგი დეველოპმენტის“ კომპლექსში — „პარკ ჰოუმ საბურთალო“
გაზაფხულის ქუჩა №4-ში, დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსის მე-15 სართულზე, იყიდება კუთხის, ნათელი ბინა ქალაქისა და მთაწმინდა–ფუნიკულიორის პანორამული ხედებით.
ბინის ფართო და ფუნქციური გეგმარება მოიცავს:
- 4 საძინებელს, მათ შორის ერთ მასტერ საძინებელს ვიტრაჟული ფანჯრებით;
- 3 სველ წერტილს;
- დიდ მისაღებ ოთახს;
- ცალკე სამზარეულოს;
- ფართო შემოსასვლელს.
ყველა ოთახს აქვს აივანზე გასასვლელი, რაც ბინას განსაკუთრებულ სინათლესა და სივრცის შეგრძნებას მატებს.
ბინა წარმოდგენილია მწვანე კარკასის მდგომარეობაში: მოწყობილია ელექტროგაყვანილობა მრავალი ელექტროწერტილით, გაყვანილია წყლისა და გათბობის მილები, კედლები გალესილია, იატაკი მოჭიმულია. დამონტაჟებულია კონდიციონერი, ორი დამოუკიდებელი ქვაბი და წყლის სათადარიგო რეზერვუარი.
კომპლექსის გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა ქმნის კომფორტულ გარემოს ცხოვრებისა და დასვენებისთვის.
595 50 74 04 ქეთევანი