🏡 იყიდება კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ფასი შემცირებულია 320 00$_დან და ახლა შეადგენს 275,000$. ფასი ექვემდებარება მოლაპარაკებას.
თბილისი მოლიდან (კარფური) სულ 20–25 წუთის სავალზე მდებარე ეს სახლი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ქალაქთან სიახლოვე და მშვიდი, ბუნებით გარშემორტყმული გარემო.
✨ ძირითადი უპირატესობები:
• სახლის საერთო ფართობი – 169.13 მ²
• მთავარი ნაკვეთი – 800 მ², სრულად შემოღობილი ბლოკის ღობით
• დამატებით იყიდება და ფასში შედის 900 მ² მიმდებარე მიწის ნაკვეთი - ეზოში შეყვანილია წყალი; ელექტროობა და გაზი არის მიყვანილი ეზომდე.
• ელექტრო, დისტანციურად მართვადი შესასვლელი ჭიშკარი.
• ექსპლუატაციაში მიღებული სახლი
• გემოვნებით მოწყობილი და გამწვანებული ეზო დეკორატიული ხეების, ბუჩქების და მრავალფეროვანი ყვავილებისა და შთამბეჭდავი კოლექციით
• ბოსტანი, სათავსო შენობა, საპარკინგე ადგილი
• უფასო წყალი და ცენტრალური გათბობა
• 6 უსაფრთხოების კამერა
• 2 ბუხარი – ერთი სახლში, მეორე ტერასაზე
🏠 განლაგება
პირველი სართული:
• ფართო მისაღები
• სტუდიოს ტიპის სამზარეულო
• საძინებელი
• სველი წერტილი
• საკუჭნაო
მეორე სართული:
• 3 საძინებელი, მათ შორის ერთი დიდი ჩაშენებული კარადით
• სველი წერტილი
• აივანი
🛋️ სახლი იყიდება სრულად აღჭურვილი — რჩება მაღალი ხარისხის ავეჯი და ტექნიკა, მათ შორის სამზარეულოს სრული კომპლექტაცია, მაცივარი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხი და საშრობი მანქანები, დივანი, 2 ტელევიზორი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ავეჯის მნიშვნელოვანი ნაწილი შეძენილია საზღვარგარეთ.
სახლთან ახლოს არის სკოლა, მაგნიტი და სხვა მარკეტები.
🌿 თუ ეძებთ სახლს, სადაც შეგიძლიათ დამატებითი ინვესტიციის გარეშე გადახვიდეთ საცხოვრებლად და ისიამოვნოთ დიდი, მოვლილი ეზოთი, კომფორტითა და სიმშვიდით — ეს შეთავაზება თქვენთვისაა.