იყიდება თანამედროვე, კომფორტული სახლი ზემო ლისზე, ბრიტანული სკოლიდან მხოლოდ 5 წუთის სავალ გზაზე. სახლის შიდა ფართი 260 მ2, ხოლო ეზოს ფართი 400 მ2, სახლი დასრულებული და გარემონტებულია პრემიუმ ხარისხის მასალებით, გათვლილია მშვიდ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოზე. აქვს 3 ნათელი საძინებელი და 3 სველი წერტილი, მათ შორის მასტერბედრუმი საგარდერობე ოთახითა და საკუთარი აბაზანით. განლაგებაში შედის ცალკე სამზარეულო და ფართო მისაღები ოთახი. სახლს აქვს დახურული ავტოფარეხი, რომელიც ასევე გამოიყენება სათავსოდ. გამწვანებული ეზო, ავტომატური სარწყავი სისტემით, იდეალურია დასვენების და ოჯახური აქტივობებისთვის.