იყიდება დიდი და მყარი კერძო სახლი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭყვისთავში. მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ზღვიდან და ქალაქიდან 20 წუთის სავალზე მანქანით. იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს სუფთა ჰაერს, სიმშვიდეს და ნაყოფიერ მიწას.
📌 სახლის მახასიათებლები:
საერთო ფართობი: 365.58 კვ.მ. (ჭერის სიმაღლე 1-ელ სართულზე - 3.20 მ).
სახლი არის კაპიტალურად აშენებული. ამჟამად ექსპლუატაციაშია და გამოიყენება მხოლოდ პირველი სართული, მეორე სართული აუთვისებელია.
კომუნიკაციები: სახლთან მიყვანილია ბუნებრივი აირის (გაზის) მილი, თუმცა შიდა გაყვანილობა არ არის. სველი წერტილი საჭიროებს რემონტის დასრულებას.
📌 ეზო და მიწის ნაკვეთი:
მიწის ფართობი: 7044 კვ.მ (სტატუსი: სასოფლო-სამეურნეო).
ნაკვეთზე გაშენებულია მსხმოიარე მანდარინის ბაღი, რომელიც ყოველწლიურად იძლევა 7-8 ტონა მოსავალს!
ეზოში დგას მყუდრო ფანჩატური ულამაზესი პანორამული ხედებით.
სახლამდე მოდის იდეალური ბეტონირებული გზა.