მეპატრონისგან იყიდება ორი დამოუკიდებელი სახლი — 200 მ² მიწის ნაკვეთზე, თბილისის ულამაზესი პანორამული ხედით, ნაძალადევის რაიონში.
ფასი - 160000$ საორენტაციოა და შესაძლებელია შეთანხმება
იყიდება უნიკალური ქონება მშვიდ და კომფორტულ უბანში, საინვესტიციოდ ან საცხოვრებლად იდეალური შესაძლებლობით.
მთავარი უპირატესობები:
200 მ² მიწის ნაკვეთი
შესასვლელი ორი სხვადასხვა ქუჩიდან
2 ავტოფარეხი და დამატებითი საპარკინგე სივრცე
2 დიდი ვერანდა/ტერასა პანორამული ხედით მთელ თბილისზე
30 მ² დამოუკიდებელი სახლი
40–45 მ² სარდაფი
დამატებითი 60 მ² ეზო ხეხილით
მშვიდი და მეგობრული სამეზობლოზო
დამოუკიდებელი 30 მ² სახლი მოიცავს ერთ დიდ, ნათელ ოთახს, დამოუკიდებელ სამზარეულოსა და აბაზანას. აქვს საკუთარი ავტოფარეხი, ვაზი და ტერასა.
ძირითადი სახლი — 75 მ²-ზე მეტი — მოიცავს 3 საძინებელს, ნათელ აბაზანას, ორ მისაღებ ოთახს და მყუდრო სამზარეულოს, რომელსაც აქვს გასასვლელი დამატებით 60 მ²-იან ეზოში.
ეზოში ხარობს ხეხილი — ლეღვი, ალუჩა, კარალიოკი... ნიადაგი ნოყიერია და ეზოს აქვს დამატებითი გამოყენების/განვითარების პოტენციალი.
ძირითადი სახლი საჭიროებს იატაკის კონსტრუქციის განახლებას/გამაგრებას. კონსტრუქტორის დასკვნასა და სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და ძირითად მასალას მყიდველს გადავცემ, რაც დაეხმარება როგორც არსებული სახლის რეაბილიტაციის, ისე შემდგომი გადაკეთების დაგეგმვაში.
ადგილმდებარეობა განსაკუთრებით მოსახერხებელია: სახლთან ახლოს მოძრაობს მარშრუტკა, ავტობუსის გაჩერება დაახლოებით 5 წუთის სავალზეა. სადგურის მოედნისა და ნაძალადევის მეტროს სადგურები მანქანით დაახლოებით 2 წუთის სავალზეა.
ქონება საჭიროებს განახლებას, რაც ახალ მფლობელს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი გემოვნებით მოაწყოს როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით WhatsApp-ზე: 568 914 249