სასწრაფოდ იყიდება თანამედროვე კერძო სახლი მთის ხედებით ციხედიდის დასახლება (თბილისიდან 20კმ)
სრულად გარემონტებული, ორსართულიანი, ლოფტის სტილში მოწყობილი სახლი, გამწვანებულ ეზოში, ხეხილიანი ბაღით და ულამაზესი ხედებით.
📍 მდებარეობა: ციხედიდი/ ძეგვი,მცხეთის მუნიციპალიტეტი , გადასახვევი მარცხნივ არ მისული ძეგვამდე, (3 წუთის სავალი ბეტონის გზა მოდის სახლამდე)
🏠 საერთო ფართობი: 250კვ.მ.
🌳 მიწის ფართობი: 900კვ.მ. ( ტერასა)
სახლის მახასიათებლები:
• 3 საძინებელი თავისი სველი წერტილებით, მისაღებებით, სამზარეულოებით და ცალკე შესასვლელებით
• 42კვ.მ. სტუდიო ტიპის მისაღები და სასადილო პანორამული ფანჯრებით და უკანა ეზოსთან გასასვლელით
• გარდერობის ოთახი 7 კვ.მ და 14კვ.მ. კორიდორი
• 2 დიდი აივანი (თითოეული 12 კვ.მ.) მთების ხედებით
• 2 სათავსო 1 სა და 2 სართულებზე (8+14)
• პირველი სართული: სავარჯიშო ოთახი, (რომელსაც ზაფხულში საძინებლად ვიყენებთ) აბაზანა, სამზარეულო, აუზის (დაუმთავრებელი) ზონა (35კვ.მ. – ბაზა უკვე მოწყობილია)
• პირადი წყარო(ჭა)ეზოში – წყალტუმბი და რეზერვუარი
• ცენტრალური გათბობა და კონდიცირება, იზოლაცია
• გამოყოფილი ავტოსადგომის ზონა
• შესაძლებლობა (ტექნიკურად გათვალისწინებულია შიდა კიბის უჯრედი პირველიდან მესამე სართულამდე) მესამე სართულის აშენების
📅 ახლადაშენებული და გარემონტებული