იყიდება 5 ოთახიანი ბინა ვაკეში, მარაბდას ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან 600 მეტრში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ახალ აშენებულ შესახლებულ კორპუსში, 1/5 სართულზე.
ბინას აქვს საკუთარი ტერასული ეზო 70 მ2 საიდანაც იშლება ხედები თბილისზე, არის კერძო სახლის კონცეფცია, შემოღობილია და აქვს მეზობლებისგან განცალკევებული ინდივიდუალური შესასვლელი, ეზო სრულიად მოპირკეთებულია ქვის ფილებით, გაკეთებულია ბუხარი ბარბექიუ სივრცისთვის, აქვს ასევე საპარკინგე სივრცე ჭიშკრის გარეთ.
ბინა არის ახალი მაღალი ხარისხის რემონტით, ძვირფასი ავეჯით და ტექნიკით, ცენტრალური გათბობის სისტემით, კონდიციონერებით, სავენტილაციო სისტემით, ჩაშენებული აგრეგატებით და ჩაშენებული კარადებით, ბინა იყიდება სრული აღჭურვილობით, საცხოვრებლად გამზადებულ კონდიციაში.
ბინის საერთო ფართობია 125 მ2, სადაც განთავსებულია 5 დამოუკიდებელი ოთახი, აქედან;
3 ნათელი საძიენებელი აქედან 1 მასტერ ბედრუმი საკუთარი სველი წერტილებით,
1 მისაღები სივრცე,
1 იზოლირებული სამზარეულო,
2 სველი წერტილი,
1 აივანი გაშლილი ხედებით.
კორპუსი მდებარეობს ვაკე-ვერის ერთ ერთ ყველაზე წყნარ და მშვიდ ტერიტორიაზე, სადაც ახლოს არის თბილისის სარეკრეაციო ზონები, კუს ტბა და მთაწმინდის ფერდობი, რაც განაპირობებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.
ბინა იდეალურია მათთვის ვინც ეძებს საცხოვრებელ სივრცეს თბილისის ცენტრში და ამავდროულად სუფთა გარემოში, ასევე იდეალურია საინვესტიციოდ, ლოკაცია საკმაოდ მოთხოვნადია უცხოელი სტუმრებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ ნომერზე ასევე ვოტსაპზე ან ვაიბერზე.