იყიდება გამორჩეული და ექსკლუზიური კუთხის ბინა საბურთალოზე, გ. დანელიას ქუჩაზე.
ბინა გამოირჩევა თანამედროვე დაგეგმარებით, ნათელი სივრცეებითა და განსაკუთრებული ხედებით. დაგეგმარება მოიცავს: სივრცულ მისაღებ ოთახს ღია ტიპის სამზარეულოთი, მასტერ საძინებელს საკუთარი აბაზანით, კაბინეტს, დამატებით 2 საძინებელს, აბაზანას და ტერასას.
ტერასა განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ბინას — აქედან იშლება ულამაზესი, გამწვანებული ხედები წყნეთის მიმართულებით.
ბინა მდებარეობს ახალაშენებულ, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია:
მოწესრიგებული ლობი და კონსიერჟის სერვისი;
პადელის კორტები;
საბავშვო სივრცე;
მოსასვენებელი და გამწვანებული ზონები.
ბინას ასევე აქვს პარკინგი და სათავსო, რომელთა შეძენაც შესაძლებელია დამატებით ფასად.
შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ, თანამედროვე და გამორჩეული ხედებით გამორჩეულ საცხოვრებელს საბურთალოზე.