თბილისის ცენტრში, ლადო ასათიანის ქუჩის 16 ნომერში, იყიდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 1897 წელს, კორნელი ტატიშჩევის პროექტით, მისივე მეუღლის, ბარბარე ერისთავის დის - ანასტასია ერისთავისთვის აშენებული სახლი.
არსებითი დეტალები:
• სახლს აქვს თავისი ინდივიდუალური სადარბაზო, ძველი ხის კიბით და ძველი თბილისური ბუნებრივი განათებით.
• სახლი 4 ოთახიანია (აქედან ორი - 35 კვ.)
• ჭერი არის 5 მეტრიანი და, შესაბამისად, იძლევა დუპლექსური გადაკეთების შესაძლებლობასაც.
• დაგებულია პირველადი მუხის პარკეტი
• აივანი გადის პირდაპირ ასათიანის ქუჩაზე
• სახლი არის სარემონტო და ფასადზე აქვს ბზარები.
დამატებითი ინფორმაცია:
აღნიშნული ბინა, ასათიანის 18 ნომერთან ერთად გათვალისწინებულია თბილისის განვითარების ფონდის სარეაბილიტაციო გეგმაში.
სახლი შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საცხოვრებლად, ისე სამომავლო ინვესტიციად.