იყიდება 4-ოთახიანი, ჩეხური პროექტის ბინა გლდანის VII მიკრორაიონში, ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან და იუსტიციის სახლის პირდაპირ.
ბინის საერთო ფართი შეადგენს 112.86 კვ.მ-ს.
დაგეგმარება მოიცავს 3 დამოუკიდებელ საძინებელს, მისაღებ ოთახს, ცალკე სამზარეულოს და აბაზანა-ტუალეტს.
ბინას აქვს 2 აივანი (2.5 კვ.მ და 2.9 კვ.მ).
მდგომარეობა არის სუფთა, ნათელი და მზიანი, ლამაზი გაშლილი ხედით.
დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა და მეტალოპლასტმასის ფანჯრები.
ფასში ასევე შედის 9.5 კვ.მ ფართის იზოლირებული სათავსო (ჩულანი) იმავე სართულზე და 4.5 კვ.მ ფართის სარდაფი, რომელიც გამოდგება საწყობად, საოფისედ ან მცირე კომერციულ ფართად.
შენობის ირგვლივ მდებარეობს მრავალი ახალი კომერციული ობიექტი, რესტორანი და მაღაზია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება სახლთან ახლოსაა.
დეტალური ინფორმაციისთვის და ობიექტის სანახავად დამიკავშირდით: 597789474 - დაჩი. გვაქვს სხვა მსგავსი ვარიანტებიც ამ ლოკაციაზე და დაგეხმარებით საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.