იყიდება 4-ოთახიანი ბინა არსენალი რეზიდენსში, 4/6 სართულზე (Block A) თეთრი კარკასის მდგომარეობით.
პროექტი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ადგილას — არსენალის მთაზე, რამდენიმე წუთის სავალზე ისეთი ღირსშესანიშნავი ლოკაციებიდან, როგორიცაა სამების საკათედრო ტაძარი, პრეზიდენტის რეზიდენცია, ავლაბრის მოედანი, თავისუფლების მოედანი, მეიდანი და აბანოთუბანი.
არსენალი რეზიდენსი პრემიუმ ხარისხის თვითკმარი, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების ყველა მოთხოვნას და ამავდროულად მდებარეობს მშვიდ, მწვანე, დაბალი განაშენიანების უბანში. გათვალისწინებულია კომერციული, სავაჭრო, საოფისე, სარეკრეაციო და სპორტული ზონები, ბულვარი, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რაც ერთ სივრცეში ცხოვრებას, მუშაობას და დასვენებას შესაძლებელს ხდის და უბანს სრულფასოვან ურბანულ წერტილად აქცევს. შენობას აქვს ლობის და კონსიერჟის მომსახურება და 24/7 დაცვა.
ბინის საერთო ფართია 160 კვ. მ, აქვს 3 საძინებელი და 3 სველი წერტილი.