იყიდება ბინა ძველი თბილისის ცენტრში — ზაარბრუკენის მოედანზე
ბინა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ელიტარულ ისტორიულ შენობაში — ყოფილ „მოდელების სახლში“, რომელიც 1930-იან წლებშია აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
ბინას აქვს მაღალი ჭერი, დიდი ფანჯრები, ბუნებრივი განათება, მტკვრის ხედები და ტერასა.
საერთო ფართობი — 49 მ² (ტერასის ჩათვლით).
შენობის კონსტრუქცია საუკეთესო მდგომარეობაშია, ბზარების გარეშე. ბინა სარემონტო მდგომარეობაშია, რაც ახალ მფლობელს საშუალებას აძლევს, სივრცე საკუთარი გემოვნებითა და ინდივიდუალური დიზაინით მოაწყოს.
ისტორიული არქიტექტურა, ცენტრალური მდებარეობა, მტკვრის ხედები და ტერასა ბინას მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.