იყიდება 3 ოთახიანი ბინა ნუცუბიძის ფერდობზე

იყიდება 3 ოთახიანი ბინა ნუცუბიძის ფერდობზე

45ID: 26316914
ჟღენტი ბესოს ქუჩა
363,622₾
1 მ² - 2579 ₾
დაბალი ფასი
141 მ²
ფართი
3
ოთახი
2
საძინებელი
4 / 9
სართული

მოკლე აღწერა

იყიდება დიდი, მზიანი კუთხის ბინა ღია ვერანდით, ნუცუბიძის II პლატოზე, ბესარიონ ჟღენტის 63-ში, ეკლესიის გვერდით.

ბინის მთავარი უპირატესობაა 56 მ² ლეგალიზებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დამატებითი ფართი, რომელიც ამჟამად ღია ვერანდად გამოიყენება. სივრცე წარმოადგენს ბინის უშუალო გაგრძელებას, ხელმისაწვდომია კომუნიკაციები და შესაძლებელია მისი გამოყენებით 3 ან 4 საძინებლიანი ბინის მოწყობა, დიდი ღია ტერასის შენარჩუნებით.

არსებული საცხოვრებელი ნაწილი არის 85 მ², სუფთა და საცხოვრებლად გამოსადეგ მდგომარეობაში. ბინა მდებარეობს ჩეხური პროექტის კორპუსის 4/9 სართულზე, არის კუთხის და მზიანი — შუადღისა და საღამოს მზით. ჭერის სიმაღლე 2.85 მ. აქვს საძინებლის აივანი, 10 მ² ლოჯი და ორი სველი წერტილი — აბაზანა და ცალკე ტუალეტი ხელსაბანით.

კორპუსს აქვს ჩიპით მართვადი ლიფტი. ეზოში შესაძლებელია უფასო პარკირება, ხოლო უშუალოდ კორპუსის წინ არის სკვერი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი გაჩერება.

ლოკაცია განსაკუთრებით კომფორტულია ოჯახისთვის: დაახლოებით 100 მეტრის რადიუსშია კერძო სკოლა, საბავშვო ბაღი, 24-საათიანი ნიკორა, ავერსის აფთიაქი, საკონდიტრო, ხილ-ბოსტნისა და ხორცის მაღაზიები, თონე, მაგნიტი, სამეურნეო მაღაზია, ზოომაღაზია/გრუმინგი, სკვერი და ეკლესია. მეტრო ვაჟა-ფშაველამდე დაახლოებით 1 კმ-ია.

ბინა არ არის იპოთეკით დატვირთული

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ძველი აშენებული
მდგომარეობა
ძველი გარემონტებული
პროექტის ტიპი
ჩეხური
სვ.წერტილები
2
პარკირება
ავტოფარეხი
აივანი
1/1 მ²
სათავსო
სარდაფი + სხვენი
ბუნებრივი აირი
კი
ლიფტი
კი
elite.home
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

363,622 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი