არ ვთანამშრომლობ სააგენტოებთან! იყიდება 3 ოთახიანი ბინა გიორგი ჭყონდიდლის ქუჩაზე, გოცირიძეს მეტროდან 5 წუთის სავალ მანძილზე, ახალაშენებულ კორპუსში, სტუდიოს ტიპის მისაღებით, 2 ნათელი საძინებლით (ერთ საძინებელს აქვს აივანი, მეორეს სტანდარტულად სარკმელი, ორივე არის ბუნებრივი განათებით). სამივე ოთახი არის პირველადი, ბუნებრივი განათებით. აქვს ორი აივანი (ერთი ერთ-ერთ საძინებელს, ხოლო მეორე სტუდიოს), ორივე აივანზე ჩაშენებულია კარადა, მათ შორის ერთი საკმაოდ დიდი და ტევადი სათავსოა. არის ახალი გარემონტებული, ახალი ავეჯით და ჩაშენებული ტექნიკით. ბინა არის კუთხის და მზიანი. გამოირჩევა პერსპექტიული და პრაქტიკული მდებარეობით. კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებულია. მდებარეობს M2 ჭყონიდედლის კომპლექსის წინ, ახლოს არის სკოლები, მათ შორის ქართულ-ამერიკული სკოლა, ბაღები, კლინიკა, სუპერმარკეტები, კიკვიძის ბაღი ფეხით 10 წუთის სავალზე, ც.დადიანის ქუჩა (პირველი სამშობიარო) ფეხით 3 წუთში და ყველა საჭირო ობიექტი რაც დაგჭიდებათ. ყველაფერი მოწესრიგებულია და შესაბამისად შეგიძლიათ პირდაპირ გადასვლა და ცხოვრება, ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯისა და ძალისხმევის გარეშე. ვარ მესაკუთრე.