იყიდება 3-ოთახიანი კუთხის ბინა 2 საძინებლით, 11-სართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე, ლერწმის ქუჩაზე, „ფრესკოსთან“ ახლოს, გაბრიელ სალოსის ქუჩის დასაწყისში, საცურაო აუზ „ოლიმპისა“ და ჩოგბურთის კორტების მიმდებარედ.
ბინა არის ძალიან ნათელი და მზიანი. აქვს 2 საძინებელი, ცალკე სამზარეულო და აივნები, რომლებიც მოპირკეთებულია ფილებით. ორივე საძინებელსა და სამზარეულოს აქვს პირველადი განათება. ფანჯრის რაფები მოპირკეთებულია კვარცის ქვით.
ბინაში გაყვანილია ელექტროგაყვანილობა, მოწყობილია გათბობის მილები და აბაზანაში სრულად შესრულებულია სანტექნიკური სამუშაოები.
ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიის მრიცხველები სრულად გადახდილია.
კორპუსი დასრულებულია და ბინაში რემონტის დაწყება შესაძლებელია შეძენისთანავე. შენობა გამოირჩევა ხარისხიანად მოპირკეთებული, თბოიზოლირებული ფასადით.