იყიდება მეპატრონისგან 3-ოთახიანი კუთხის ბინა ისანში, აწყურის ქუჩაზე.
ბინა არის 2 საძინებლით და ცალკე სამზარეულოთი, მდებარეობს 8-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე. კუთხის მდებარეობის გამო ბინა არის ძალიან მზიანი, ნათელი და მყუდრო. ბინა იყიდება ნაწილობრივი ავეჯითა და ტექნიკით.
გაკეთებულია კაპიტალური რემონტი — შეცვლილია ელექტროობისა და წყლის გაყვანილობა, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. ბინა საჭიროებს მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს.
ბინას აქვს ძალიან კარგი და მოსახერხებელი მდებარეობა — ისანი, აწყურის ქუჩა, ფეხით სავალ მანძილზე 300 არაგველისა და ისნის მეტროს შორის. შესაფერისია როგორც საცხოვრებლად, ისე გასაქირავებლად.