იყიდება 4 ოთახიანი, პრემიუმ ხარისხის, ნათელი ბინა დიდ დიღომში, მთელ უბანში იდეალურ ლოკაციაზე, ახალ სკვერთან მდებარე „ბინა კო“-ს კორპუსში, ინტერიერის დიზაინერების მიერ შემუშავებული დიზაინით, საუკეთესო რემონტით, საუკეთესო ავეჯით და ტექნიკით, პანორამული ხედებით მთელ თბილისზე (მთაწმინდა, სამების ტაძარი), 2 საძინებლით და ცალკე სამზარეულოთი. კორპუსს გააჩნია როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო საპარკინგე სივრცე და კორპუსის ბოლო სართულზე არსებული საერთო სარგებლობის ღია ტერასა, სადაც განთავსებულია საბავშვო გასართობი და საპიკნიკე სივრცეები. კორპუსის მაცხოვრებლებისთვის მოწყობილია სპორტული ზონა მინი საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნით. კორპუსი დაცულია შლაგბაუმით, კამერებით, 24 საათიანი დაცვით და კონსიერჟის მომსახურებით. ფუნქციონირებს OTIS-ის 3 ლიფტი (1 სატვირთო, 2 სამგზავრო), პირველ სართულზე განთავსებულია ევროპროდუქტის, ორი ნაბიჯის, ჯიპისის, ალკოსფეროს მაღაზიათა ქსელი. ახლოს არის სხვა ქსელური მაღაზიები, აფთიაქები და ბანკები. ბინას ასევე მოყვება -1 სართულზე მდებარე მანქანის პარკინგი (18.5 კვ/მ), რომელიც დაცულია ელექტრონული მართვის კარებით და ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით. ფასი: 225,000 აშშ დოლარი.