❗ მესაკუთრე. მაკლერებს გთხოვთ, არ დამიკავშირდეთ.
📍 დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფისა და პეტრიწის ქუჩების კვეთა, პირველი ზოლი, „აკა“-ს კორპუსი. „გუდვილიდან“ 300–400 მეტრშია. დიდი დიღომის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილი.
🏢 კორპუსი და ეზო
• მე-11 სართული 12-სართულიან კორპუსში (აშენებულია ~2017 წელს)
• 1 სადარბაზო და 1 ლიფტი. შესვლა მხოლოდ კოდით
• დახურული ეზო 2 შლაგბაუმით (იღება ზარითაც), უფასო პარკინგი
• მომსახურება (ASG): 20 ₾ თვეში. შედის დალაგება, განათება, ლიფტი და შლაგბაუმი
🌇 ხედი და მზე
ფანჯრები და აივანი დასავლეთით იყურება. წინ 4-სართულიანი სახლები, საბავშვო ბაღი და სკოლაა, ამიტომ ხედს არაფერი ეფარება. 13–14 საათიდან ბინაში პირდაპირი მზე შემოდის, საღამოს კი აივნიდან მზის ჩასვლა ჩანს.
🏠 ბინა
• 67 მ², 3 ოთახი: მისაღები-სამზარეულო და 2 იზოლირებული საძინებელი
• მისაღები-სამზარეულო (~30 მ²): ნათელი სივრცე, ორდონიანი ჭერი და განათება ორ დონეზე
• საძინებელი (~11.5 მ²): ფანჯარა დასავლეთით
• მეორე საძინებელი (~8.5 მ²): მეორადი განათება (ფანჯარა კარის თავზე), ერთ კედელზე სრულად გარდერობი.
• აბაზანა: შხაპი მინის ტიხრით, LED სარკე, პირსახოცის საშრობი
• ჰოლში ჭერამდე გარდერობი
• აივანი 7 მ², კვადრატული ფორმის
• რემონტი 2018 წლის. შავი კარკასიდან თავად გავარემონტე და დღემდე დაუზიანებლადაა შენარჩუნებული
• 2025 წლის ზაფხულში ~30 000 ₾-ის ავეჯი გამოიცვალა
⚡ ინფრასტრუქტურა
• ცენტრალური გათბობა. ქვაბი ახალია (2024), მუშაობს ჩუმად და სტაბილურად. ცხელი წყალიც ქვაბიდან მოდის
• რადიატორებამდე იზოლირებული ხარისხიანი მილები, არა პლასტმასის
• ბინა სითბოს კარგად ინახავს: გარეთ 7–10°-ზე გათბობა 45°-ზეა და სახლში მოკლემკლავიანით ვართ
• ფარიდან ყველა ოთახს ცალკე ხაზი და ამომრთველი აქვს, როზეტებსა და განათებას ცალ-ცალკე
• Silknet, რკინის კარი, დომოფონი, კონდიციონერი, მწერების ბადეები
🆕 2025 წელს გამოცვლილი ავეჯი
• სასადილო მაგიდა Salvadore, კერამიკული, 160×90 სმ, იშლება 240 სმ-მდე
https://comforter.ge/ka/products/table-salvadore-ceramic?product_id=148
• TV მაგიდა Mono
https://comforter.ge/ka/products/tv-stand-mono?product_id=862
• დივანი შეკვეთით, 240×100 სმ (~3 500 ₾)
• საწოლი სათავსოთი, Comforter (~2 000–2 500 ₾), და მატრასი 220×200 სმ
• აბაზანის კარადები Aruba
https://comforter.ge/ka/products/washbasin-cabinet-aruba?product_id=503
https://comforter.ge/ka/products/high-cabinet-aruba?product_id=491
• ტუმბო (JYSK), ყავის მაგიდა, გარდერობები, სარკე, უნიტაზი, აივნის მაგიდა
🔌 ტექნიკა:
Bosch მაცივარი, Bosch Serie 4 ჭურჭლის სარეცხი (10–12 კომპლექტზე), Gorenje ელექტრო ღუმელი, Gorenje ქურა (3 გაზი და 1 ელექტრო), Bosch Serie 6 სარეცხი მანქანა (6 კგ), Sony 55" TV, კონდიციონერი. ფოტოებზე რაც ჩანს, ყველაფერი რჩება.
📄 ბინა ჩემს სახელზეა. საკადასტრო კოდი: 01.10.06.009.044.01.01.089
იპოთეკა (TBC) გარიგებისას დაიფარება, ამიტომ ანგარიშსწორება ერთიანი გადახდით ხდება. სხვა ვალდებულება არ არის.
🔑 იყიდება ახალ ბინაში გადასვლის გამო. გათავისუფლება შესაძლებელია გაყიდვისთანავე.
💰 112 000 $. რეალურ მყიდველთან მცირე ვაჭრობა შესაძლებელია.
📞 591 513 403