თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად ლოკაციაზე Axis Towers-ის მულტიფუნქციურ კომპლექსში — ჭავჭავაძის გამზირზე იყიდება ოროთახიანი, სრულად მოწყობილი ბინა არაჩვეულებრივი ხედებით. ბინა მდებარეობს 20-ე სართულზე და გამოირჩევა პანორამული ხედებით თბილისის ცენტრალურ ნაწილზე და ჭავჭავაძის გამზირზე. ბინა ამჟამად გაქირავებულია $1,200-ად თვეში, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, ინვესტიციის განხორციელებისთანავე მიიღოს სტაბილური საიჯარო შემოსავალი. კომპლექსში განვიტარებულია ყველა სახის ინფრასტრუქტურა — 24/7 დაცვა და ვიდეომეთვალყურეობა, მიწისქვეშა პარკინგი, სავაჭრო სივრცეები, სუპერმარკეტი, პრემიუმ ფიტნეს ცენტრი და აუზი. ვაკის პარკი და კუს ტბა გახლავთ 5 წუთის სავალ მანძილზე. ბროკერებმა არ დამირეკოთ!