იყიდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი ბინა ახალ, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში „Monolith Green City“.
ბინა არის მზიანი, ნათელი და კომფორტული.
კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია გამწვანებული სკვერები, სარეკრეაციო სივრცეები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, პადელის მოედნები, სასეირნო, სარბენი და ველობილიკები.
ტერიტორია დაცულია და ფუნქციონირებს დაცვის სამსახური.
ბინა გარემონტებულია მაღალი ხარისხის მასალებით და სრულად მზად არის საცხოვრებლად.
საძინებელში მოწყობილია დამოუკიდებელი საგარდერობე სივრცე.
სამზარეულო და სველი წერტილი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით.
კორპუსი აღჭურვილია უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, ელექტროენერგიის გენერატორებით.
ბინა უცხოვრებელია და ყველაფერი სრულიად ახალია.
იდეალური არჩევანია როგორც კომფორტული ცხოვრებისთვის, ასევე ინვესტიციისა და გაქირავებისთვის.