ყიდება 3-ოთახიანი ბინა დირსის საცხოვრებელ კომპლექსში
იყიდება 66.8 კვ.მ ფართობის ნათელი და თბილი ბინა, 22-ე სართულზე (26-სართულიან კორპუსში). ბინას აქვს 2 საძინებელი და სტუდიოს ტიპის მისაღები-სამზარეულო..
დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, რჩება ნაწილობრივი ავეჯიც.
კომპლექსის უპირატესობები:
3-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი ბულვარი;
საბავშვო გასართობი სივრცეები და სპორტული მოედნები;
კერძო საბავშვო ბაღი Family კომპლექსის ტერიტორიაზე;
ახლოს მდებარეობს №85 საჯარო სკოლა და №109 საჯარო საბავშვო ბაღი;
ფეხით მისადგომ მანძილზეა მაღაზიები, აფთიაქები და სხვა ყოველდღიურად საჭირო ობიექტები;
ტრანსპორტი კომფორტულია – მეტრო სამგორიდან მოძრაობს №407 მარშრუტი, რომელიც კომპლექსამდე მოდის.
ბინა არის ძალიან თბილი, ნათელი და მყუდრო, ორივე მხრიდან კარგი ხედით.