იყიდება 2-ოთახიანი, ნათელი და მზიანი ბინა მეტრო დიდუბესთან ახლოს, მირცხულავას ქუჩაზე, M²-ის საცხოვრებელ კომპლექსში. იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს კომფორტს, ხარისხსა და უსაფრთხო გარემოს.ბინაში შესრულებულია უმაღლესი ხარისხის რემონტი, გამოყენებულია მხოლოდ ხარისხიანი მასალები. დაგეგმილი და ფუნქციურად გამართული სივრცე მოიცავს იზოლირებულ საძინებელს, საიდანაც პირდაპირ შედიხართ საკუთარ საგარდერობე სივრცეში, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას დამატებით კომფორტს სძენს.ცენტრალური გათბობის სისტემა სრულად არის მოწყობილი, საჭიროა მხოლოდ ქვაბისა და რადიატორების მონტაჟი. იატაკქვეშა გათბობა დამონტაჟებულია კერამო-გრანიტით მოპირკეთებულ ზონებში: მისაღებში, სამზარეულოში, აბაზანაში, შემოსასვლელსა და საგარდერობე სივრცეში. საგარდერობეში ასევე მოწყობილია გამწოვი.საძინებელსა და მისაღებ ოთახში დაგებულია მაღალი ხარისხის ლამინატი. ბინაში დამონტაჟებულია ხარისხიანი შიდა კარები და თანამედროვე ლენტური განათებები, რომლებიც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ასევე დამონტაჟებულია რევერსული შუქის კლავიშები.დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ.