იყიდება 2 ოთახიანი აგარაკი საფუძრებში, თეთრიწყაროს რაიონში

იყიდება 2 ოთახიანი აგარაკი საფუძრებში, თეთრიწყაროს რაიონში

673ID: 25576832
საფუძვრები(მჟავისი)
129,800₾
1 მ² - 1854 ₾
მაღალი ფასი
70 მ²
ფართი
2
ოთახი
1
საძინებელი
1
სართული
4720 მ²
ეზოს ფართი

მოკლე აღწერა

იყიდება სახლი დიდი მიწის ნაკვეთით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ საფუძვრებში (ყოფილი მჟავისი)

იყიდება 4,720 კვ.მ მიწის ნაკვეთი 70 კვ.მ საცხოვრებელი სახლით, ულამაზეს და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სოფელ საფუძვრებში (ყოფილი მჟავისი).

სახლი ნაშენებია ქვით, გამოირჩევა სიმყარითა და გამძლეობით. დამონტაჟებულია მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ხოლო სახლის წინა მხარეს მოწყობილია მყუდრო ხის ლოჯი. ასევე გაკეთებულია ახალი, ცალკემდგომი ტუალეტი და მოწყობილია კანალიზაციის სისტემა.

კომუნიკაციებიდან მუდმივად არის ელექტროენერგია და წყალი. ბუნებრივი აირის ქსელის შემოყვანა დაგეგმილია უახლოესი ერთი წლის განმავლობაში.

ნაკვეთი მდებარეობს მთებით გარშემორტყმულ ულამაზეს ადგილას, სადაც სუფთა ჰაერი, სასიამოვნო სიგრილე და გამორჩეული ბუნებაა. ეზო და სახლი ფაქტობრივად ბუნებაშია ჩაფლული, რაც იდეალურ პირობებს ქმნის როგორც საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად.

მიწა განსაკუთრებით ნოყიერია, რის გამოც სოფელს წლების წინ სახელიც შეეცვალა და მჟავისის ნაცვლად საფუძვრები ეწოდა. სოფელში მოედინება უსუფთავესი და უგემრიელესი წყაროს წყალი.

ეზო გაშენებულია მრავალფეროვანი ხეხილით. განსაკუთრებული ღირსებაა უზარმაზარი კაკლის ხე, რომელიც ყოველწლიურად დიდი რაოდენობით მოსავალს იძლევა.

სახლის პირველ სართულზე განთავსებულია ფართო სასაწყობე სივრცე, რომლის გადაკეთება შესაძლებელია დამატებით საცხოვრებელ ფართად.

სოფელი აქტიურად ვითარდება. აქ ცხოვრობენ და ზაფხულის სეზონზე ისვენებენ კეთილმოწყობილი და მეგობრული მეზობლები. ბოლო წლებში არაერთმა ოჯახმა, მათ შორის უცხოელებმა, შეიძინეს მიწები და სახლები როგორც საცხოვრებლად, ასევე საკურორტო დანიშნულებით.

ნაკვეთის ფართობი იძლევა კოტეჯების განთავსებისა და ტურისტული გაქირავების ბიზნესის განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას.

იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს მშვიდი ცხოვრება ბუნებაში, აგარაკი, საოჯახო მეურნეობა ან ტურისტული ბიზნესის დაწყება.

📍 სოფელი საფუძვრები (ყოფილი მჟავისი), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

🏡 სახლი – 70 კვ.მ

🌳 მიწის ფართობი – 4,720 კვ.მ
ს/კ:84.1********კოდის ნახვა

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ძველი აშენებული
მდგომარეობა
ძველი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
1
აშენების წელი
1955-2000
ლოჯია
1 მ²
მ
მარიამი
მესაკუთრე
ყველა განცხადება (1)
მარიამი
მესაკუთრე

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

129,800 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი