ეს არის ქონება, რომელიც მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილად გაცხოვრებს, რადგან საბაჟო ვერსად წავა
სარფში პირდაპირ საბაჟოსთან იყიდება სახლი, რომელიც ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს. ზღვის ხედი და სანაპიროსთან სიახლოვე ამ ქონებას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც პირადი დასვენებისთვის, ისე საინვესტიციოდ.
სახლის საცხოვრებელი ფართობია 357 კვადრატული მეტრი, მიწის ფართობი კი — 637 კვადრატული მეტრი. სახლში დაგხვდებათ 8 საძინებელი და 5 სველი წერტილი — სივრცე, რომელიც მრავალ სტუმარსა თუ დამსვენებელს იტევს.
ასევე, მინდა გითხრათ დამატებითი ბენეფიტი, მეპატრონე სახლის ეზოს საპარკინგე სივრცეებად აქირავებს რაც დამატებითი შემოსავალია.
გაინტერესებთ ეს შეთავაზება? დაგვიკავშირდით და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია.