იყიდება ექსკლუზიური რეზიდენცია სოფელი საშაბურო, ბაზალეთის ტბასთან ახლოს, თბილისიდან მხოლოდ 40 წუთის სავალზე.
მიწის ფართობი — 2 900 მ². მთავარი სახლის ფართობია 618 მ². მესამე სართულზე განთავსებულია 200 მ² ფართობის სახურავი, რომელიც მზად არის ფართო ტერასის მოსაწყობად.
ტერიტორიაზე მდებარეობს:
* 150 მ²-იანი სტუმრის სახლი ორი საძინებლით, მისაღები ოთახით, სამზარეულოთი, ავტოფარეხით, ტექნიკური სათავსოთი და სარდაფით;
* ცალკე 70 მ²-იანი დასასვენებელი შენობა საუნით, ცივი აუზით (კუპელით) და დასასვენებელი ოთახით;
* დიდი ღია საცურაო აუზი.
რეზიდენცია აშენებულია რკინაბეტონისა და ბლოკის კონსტრუქციით. აღჭურვილია ლიფტით, ცენტრალური გათბობითა და ბუხრით. კომუნიკაციები: ცენტრალური კანალიზაცია, საკუთარი ჭაბურღილი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, მზის პანელები და სარეზერვო გენერატორი.
განლაგება: მეორე სართულზე განთავსებულია სამი საძინებელი, ფართო მისაღები ოთახი ბუხრით, სამზარეულო და სამი სველი წერტილი. პირველ სართულზე მდებარეობს დიდი მისაღები ბარით, დასასვენებელი ზონა და სველი წერტილი.
მიწის სტატუსი არის სასოფლო-სამეურნეო, თუმცა შესაძლებელია მისი არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანა.
დამატებით შესაძლებელია მიმდებარე მიწის ნაკვეთების შეძენა:
* 950 მ² — სრულად შემოღობილი, ჭიშკრით და ცენტრალურ გზაზე გასასვლელით — 45 000 აშშ დოლარი;
* 1 300 მ² — სრულად შემოღობილი, ჭიშკრით — 55 000 აშშ დოლარი.