იყიდება ახალაშენებული, 3-დონიანი კერძო სახლი დიღომში, მშვიდ და განვითარებად უბანში. სახლი მდებარეობს ცენტრალური მაგისტრალიდან შიდა ქუჩაზე, დაბალსართულიანი კერძო სახლების ახალგანვითარებულ დასახლებაში, რაც უზრუნველყოფს სიმშვიდესა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.
🏡 სახლის საერთო ფართობი დაახლოებით 350 მ²-მდე
🌿 საკუთარი ეზო და გამწვანებული უკანა მხარე
🚗 წინა ეზო ბეტონის საფარით
🔥 დიდი აივანი მოპირკეთებული ბუხრით
🏗️ მწვანე კარკასი ინტერიერის საკუთარი გემოვნებით მოწყობის შესაძლებლობით
დაგეგმარება
სარდაფი:
საძინებელი
2 ოთახი
სველი წერტილი
დიდი საერთო სივრცე და სამზარეულოს ადგილი
I სართული:
საძინებელი
კაბინეტი
სველი წერტილი
დიდი საერთო ოთახი და სამზარეულო
დიდი აივანი ბუხრით
II სართული:
მასტერ ბედრუმი საკუთარი სველი წერტილით
გარდერობი
2 საძინებელი
საერთო სველი წერტილი
წინა და უკანა აივნები
სამრეცხაო ოთახი
ტექნიკური ოთახი
კომუნიკაციები
სახლში შეყვანილია ელექტროობა, წყალი, ცენტრალური კანალიზაცია და ინტერნეტი.
გაზის მილი გადის სახლის წინ, ქუჩაზე და საჭიროებს სახლში შეყვანას.
სულ: 5 საძინებელი, 4 სველი წერტილი და 11 ძირითადი ოთახი (დამხმარე ოთახების გარეშე).
სახლი იდეალურია დიდი ოჯახისთვის ან მათთვის, ვინც ეძებს მრავალფუნქციურ, ფართო სახლს საკუთარი ეზოთი, მშვიდ და პერსპექტიულ უბანში.
📍 სოფელი დიღომი