იყიდება 10+ ოთახიანი ახალი აშენებული კერძო სახლი ვაკეში

იყიდება 10+ ოთახიანი ახალი აშენებული კერძო სახლი ვაკეში

130ID: 26699199
აგარაკი
1,231,723₾
1 მ² - 3849 ₾
მაღალი ფასი
320 მ²
ფართი
10+
ოთახი
3
საძინებელი
3
სართული
600 მ²
ეზოს ფართი

მოკლე აღწერა

იყიდება ახალაშენებული სახლი აგარაკში, ლისზე | 320 მ², 600 მ² ეზო, ტყის და მთის ხედით

(სააგენტოებმა მომწერეთ WhatsApp-ში)

🌲სრული სიმშვიდე, ქალაქიდან რამდენიმე წუთში

სახლი აგარაკშია, ლისზე, ძალიან თბილ და მზიან ფერდობზე, ლისის ტბიდან 3–5 წუთის, ხოლო
ნუცუბიძიდან 7–10 წუთის სავალზე. აქ სუფთა ჰაერია, სიჩუმე და ტყისა და მთების პანორამული
ხედი იშლება. ამასთან, ქალაქი ძალიან ახლოსაა: სამსახური, სკოლა, მაღაზიები სულ რამდენიმე
წუთის სავალზეა.

📍 ლისის ტბა: 3–5 წთ | ნუცუბიძე: 7–10 წთ
☀️ თბილი და მზიანი ფერდობი
⛰️ ტყისა და მთის პანორამული ხედი
🏡 მშვიდი ქუჩა, სულ რამდენიმე კერძო სახლით
🚙 მისასვლელი გზა მოასფალტებულია (ბოლო 30 მეტრი გრუნტია)

სახლი:

ორსართულიანი სახლი თანამედროვე არქიტექტურით, აგურისა და ხის ფასადით.
– ფართი: 320 მ² (I სართული 134.6 მ², II სართული 127.9 მ², მანსარდა 57.5 მ²)
– მიწის ნაკვეთი: 600 მ²
– მანსარდა შეიძლება მოაწყოთ ცალკე სამუშაო ოთახად ან საძინებლად, ან გასართობ ზონად

I სართული (134.6 მ², ტერასით): ღია შესასვლელი ჰოლი, 32 მ² მისაღები ოთახი, რომელიც
სასადილოს უერთდება, იზოლირებული სამზარეულო, სათავსო, ტექნიკური ოთახი, სველი
წერტილი და 15 მ² ტერასა.

II სართული (127.9 მ², ლოჯიითა და აივნებით): 3 მასტერ საძინებელი (21.3, 17.4 და 14.3 მ²),
თითოეული საკუთარი სველი წერტილით, 3 გარდერობი, სამრეცხაო, 7.4 მ² ლოჯია და 2 აივანი.

🚙 ავტოსადგომი 2 მანქანაზე

⚡ ენერგოეფექტური სახლი
- აშენებულია პემზის ბლოკით
- დათბუნებულია XPS-ით
- ფასადი მოპირკეთებულია ქართული აგურით, მიუნხენის დეკორატიული ლესვით და ხის ელემენტებით
- გამოყენებულია მაღალი ხარისხის Caparol-ის საფასადე საღებავები და მასალები
- ჩასმულია AluTech-ის 3-შრიანი ალუმინის კარ-ფანჯრები

მდგომარეობა: მწვანე კარკასი
- ფასადი დასრულებულია, მიმდინარეობს ეზოს სამუშაოები
- შიდა კედლები გალესილია გიპერით
- ელექტროობა გაყვანილია
- კომუნიკაციები მიყვანილია
- გათბობისა და სანტექნიკის დაქსელვა მოეწყობა კლიენტის სურვილის მიხედვით

მოთხოვნის შემთხვევაში, ცალკე შეთანხმებით, შესაძლებელია სახლის დასრულება სრულ რემონტამდე (მოპირკეთებამდე).

მოთხოვნის შემთხვევაში წარმოგიდგენთ მშენებლობის პროცესის ფოტო და ვიდეო მასალას:
არმირების მომზადებას და ბეტონის ჩასხმას, რაც ფუნდამენტის სიმყარესა და ხარისხს აჩვენებს.

საბუთები სრულად მოწესრიგებულია. სახლი მზადაა, რომ საკუთარი გემოვნებით მოაწყოთ.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ახალი აშენებული
მდგომარეობა
მწვანე კარკასი
პროექტის ტიპი
ვილა
სვ.წერტილები
3+
აივანი
3/16.8 მ²
ზ
ზურა
მესაკუთრე
ყველა განცხადება (1)
ზურა
მესაკუთრე

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

1,231,723 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი