იყიდება ბინა ქობულეთში, პირველი სანაპირო ზოლში, აღმაშენებლის ქუჩაზე.
ზღვამდე მხოლოდ 2 წუთის სავალია. მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია.
ბინა მდებარეობს 9-სართულიანი კორპუსის 4-ე სართულზე, მზიან მხარეს. აივნიდან იშლება ულამაზესი ხედები ზღვასა და მთებზე.
ბინის ღირებულებაში უკვე შედის დეველოპერის რემონტი: იატაკზე დაიგება ლამინატი, კედლები შეიღებება, სრულად გაკეთდება ელექტროგაყვანილობა და დამონტაჟდება როზეტები. სველი წერტილი მოპირკეთდება კაფელით, გაკეთდება ჭერი და სრულად მოეწყობა აივანიც. შესანიშნავი ვარიანტია როგორც საცხოვრებლად, ისე ზღვისპირა დასვენებისთვის.