ზურაბ ჭავჭავაძის (ყოფილი შეროზიას) ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირიდან 150 მეტრში, მოზარდ-მაყურებელთა თეატრის უკან, იყიდება 29 კვ.მ.
ფართობის ბინა, რომელსაც ერთვის ამავე ფართის პრივატიზებული სხვენი.
ბინა მდებარეობს ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე, მშვიდ, დახურულ იტალიურ ეზოში.
ბინას აქვს იდეალური განლაგება სტუდიოს ტიპის აპარტამენტად მოწყობისთვის.
შესასვლელი გათვალისწინებულია როგორც სადარბაზოდან, ასევე აივნიდან.
ჭერის სიმაღლე შეადგენს 4.20 მეტრს.
ბინა საჭიროებს რემონტს.
ეზოში შესაძლებელია 1 ავტომობილის გაჩერება.
ბინას ასევე მოჰყვება 10 კვ.მ.
სარდაფი სველი წერტილით, რომელიც არ არის ოფიციალურად გატარებული და ფართში არ შედის.
პირველი და ბოლო თვის ქირის წინასწარ გადახდით