იყიდება კოჯორში 2 სართულიანი სახლი, საერთო ფართი 124კვ. ეზო 182კვ. აშენებული 2018 წელს, ცენტრალური გათბობით, კედლები დათბუნებულია შიგნიდან და გარედან, პირველ სართულზე განთავსებულია მოზრდილი ნათელი მისაღები მოქმედი ინგლისური ბუხრით, იზოლირებული სამზარეულო ბუნებრივი განათებით და ჩაშენებული კარადებითა და ტექნიკით, რომელიც რჩება, სველი წერტილი, საშხაპე კაბინით და ტუალეტით.
მეორე სართულში ავდივართ შიდა კიბით და ზემოთ განთავსებულია ორი მოზრდილი და ერთი პატარა საძინებელი, სამივე დამოუკიდებელი შესასვლელებით, მოზრდილი საძინებლები გადის 16 კვადრატულ აივანზე, ასევე არის სველი წერტილი აბაზანით და ტუალეტით.