იყიდება 139 კვ.მ. ბინა პეტრე იბერის ქუჩაზე. ეს არის ფართო და ნათელი, მყუდრო საცხოვრებელი ფართი, გაშლილი ხედებით. შესაძლოა ფართის 2-4 ბინად გამიჯვნა. იყიდება მისი მომიჯნავე ბინაც, ამავე ფართის, რაც შესაძლებელს ხდის საერთო ფართის გამოყენებას პატარა სასტუმროს მოსაწყობად.
ადგილი საუკეთესოა. ფეხით სავალ მანძილზეა სატრანსპორტო კვანძები, სუპერმარკეტები, სკოლები, ბაღები, რეკრეაციული ზონები, სამედიცინო დაწესებულბები და აფთიაქები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. კორპუსის გვერდით არის პოლიცია, რაც უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას.
კორპუსი მშენებლობის პროცესშია. აშენებს ამხანაგობა. ჩაბარების ვადა უცნობია. სადარბაზო მოუწესრიგებელია და არც ლიფტია დამონტაჟებული. საცხოვრებელი ფართის ზემოთ, აშენებულია 3 სართული. სადარბაზო უმეტესად შესახლებულია, მათ შორის ფართის ზედა სართული. ფასი დაბალია ამ მიზეზების გათვალისწინებით. ბინებთან მობილიზებულია პიონერი, რაც ამარტივებს სამშენებლო მასალისა და ავეჯი-ტექნიკის ზიდვას.