იყიდება საბურთალოზე, მელიტონ ქანთარიას #5 (ლისის ტბასთან ახლოს, ნუცუბიძის მე-2 და მე-4 პლატოს შორის), „ჯორჯიან ბილდინგ +“ ახალაშენებული, 11 სართულიანი დასრულებული კორპუსის მე-2 სართულზე 57.60 კვ.მ. 2-ოთახიანი ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ყველა ოთახი ნათელია და აქვს აივანზე გასასვლელი (შიდა ფართია 48.30კვ.მ, აივნის ფართია 9.30კვ.მ.). ბინა არ არის დატვირთული იპოთეკით და არ გააჩნია არანაირი ვალდებულება. რემონტის დაწყება შესაძლებელია დღესვე.
ბინის რეალური მდებარეობა შეესაბამება მე-4-5-ე სართულის სიმაღლეს, რადგან კორპუსს აქვს 4-სართულიანი პარკირება. მდებარეობა გამოირჩევა მოსახერხებელი ლოკაციით, რაც ქალაქის ნებისმიერ წერტილთან სწრაფ და მარტივ წვდომას უზრუნველყოფს. კორპუსთან ძალიან ახლოს არის ლისის ტბა, სკოლა, ბაღი, სკვერი და სტადიონი, სუპერმარკეტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება.