დიზაინერული საოჯახო სახლი პანორამული ტერასით | შინდისი, თბილისი
იშვიათი შეთავაზება თბილისის სამხრეთ მწვანე ფერდობებზე: თანამედროვე, არქიტექტურულად გამორჩეული სახლი თავისუფლების მოედნიდან 15–20 წუთში, მშვიდ საკოტეჯო უბანში — კრწანისის დიპლომატიური ზონის მეზობლად.
სახლის ცენტრი ორმაგი სიმაღლის მისაღებია: ბეტონის დეკორატიული კედელი, სკულპტურული მინის ჭაღი და ხის „მფრინავი" კიბე. სრულად აღჭურვილი თანამედროვე სამზარეულო და სასადილო. მეორე სართულზე — მთავარი საძინებელი გარდერობითა და საკუთარი, ქვით მოპირკეთებული სააბაზანოთი: შავი ცალკე მდგომი აბაზანა პანორამული ფანჯრის წინ. კიდევ ორი საძინებელი (საბავშვო და კაბინეტი), სულ სამი სააბაზანო, აივნები ყველა საძინებელში.
ეზოში: დიდი გადახურული ტერასა ხედებით, სრულად შემოღობილი გაზონი, ვაზის პერგოლა და ავტოფარეხი ჭიშკრის შიგნით. კონდიციონერები, ცენტრალური გათბობა, სწრაფი ინტერნეტი.
ქირავდება სრულად ავეჯით — დიზაინერული ავეჯითა და განათებით. გრძელვადიანი იჯარა.