იყიდება 52 კვ.მ ნათელი, სრულად ავეჩმებელი ბინა საბურთალოზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე, მე-10 სართულზე. ბინიდან იშლევა პანორამული ხედი კუს ტბაზე, ლისის მასივზე, მთაწმინდასა და ღამის თბილისზე. ბინას აქვს ორი აივანი, თანამედროვე ღია ტონის რემონტი, იზოლირებული საძინებელი გარდერობით, სასტუმრო ოთახი დივან-საწოლით, ფუნქციური სამზარეულო ბარ-კუნძულით და ფართო შესასვლელი გარდერობი. იყიდება სრულად ავეჩმებელი, ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით, მზადაა საცხოვრებლად ან დაუყოვნებელი გაქირავებისთვის. შენობა სუფთაა, ერთი შესასვლელით, დაცული, აქვს ორი ლიფტი (სამგზავრო და სატვირთო), შიდა და გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა. შენობას აქვს ავტოსადგომი, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება და ადგილის შეძენა მომავალში იგეგმება. მდებარეობა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილას, რაც ბინას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის საცხოვრებლადაც და ინვესტიციისთვისაც.