იყიდება ახალი გარემონტებული, ნათელი და კომფორტული 3-ოთახიანი ბინა ნაძალადევში, ჭყონდიდელის ქუჩაზე.
ბინის ფართობია 79 მ² და მდებარეობს 25-სართულიანი კორპუსის 19-ე სართულზე. ბინა მოიცავს მისაღებ ოთახს, ინტეგრირებულ სამზარეულოს, 2 დამოუკიდებელ საძინებელს, ცალკე საკუჭნაოს და სველ წერტილს. მაღალსართულიანი განლაგება უზრუნველყოფს კარგ ხედებს, ბუნებრივ განათებასა და სიმყუდროვეს.
კორპუსი არის ახალი აშენებული, ბინა კი ახალი გარემონტებულია და მზად არის საცხოვრებლად დამატებითი ინვესტიციის გარეშე. არასტანდარტული პროექტი გამოირჩევა სივრცის ეფექტური განაწილებით და კომფორტული დაგეგმარებით.
ლოკაცია ძალიან მოსახერხებელია – ახლოს მდებარეობს მეტრო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები, სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა ყოველდღიური საჭიროების ობიექტები.
ბინა იდეალური არჩევანია როგორც საკუთარი საცხოვრებლისთვის, ასევე საინვესტიციოდ.