იყიდება გარემონტებული ბინა ავეჯით და ტექნიკით ლისის ტბასთან, ცაცხვების VIII შესახვევში, Lisi Townhouse“-ის პროექტში. პროექტი მდებარეობს ლისის ფიჭვნარ ტყესთან, არის ბოლო განაშენიანებული ზოლი გარანტირებული ხედებით. სართულზე არის მხოლოდ 3 მობინადრე. ფასადი მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის მასალებით, თერმულად დამუშავებული აკაციის ხით და ქართული წარმოების აგურით.
ბინის ფართობია 102 მ²,ორი საძინებლით, ხოლო მისი მთავარი გამორჩეულობა — 137 მ² ტერასა და ულამაზესი ხედებით ლისის ტბაზე და ქალაქზე.
ლისის მშვიდი გარემო, შთამბეჭდავი ხედები, დიდი ტერასა და სრულად მოწყობილი ბინა ამ შეთავაზებას განსაკუთრებულს ხდის. იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც კომფორტულ საცხოვრებელთან ერთად საკუთარი დიდი ღია სივრცე და ყოველდღე ულამაზესი ხედებით ტკბობა სურს.