ექსკლუზიური აპარტამენტი საირმის გორაზე – 320 კვ.მ 50 კვ.მ ვერანდა და 3 Master Bedroom
ქირავდება უმაღლესი კლასის, გამორჩეული დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის აპარტამენტი საბურთალოს პრესტიჟულ და მშვიდ ლოკაციაზე – საირმის გორაზე. ბინა გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით, ვიტრაჟული განათებით, იშვიათი მასშტაბითა და მაქსიმალური პრივატულობით.
სივრცის ძირითადი მახასიათებლები:
საერთო ფართი: 320 კვ.მ
სართული: 4 / 5 (დაბალსართულიანი, ექსკლუზიური ტიპის სახლი)
3 Master Bedroom: სამივე საძინებელს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი, საკუთარი გარდერობის სივრცე და გასასვლელი აივანზე.
მისაღები ოთახი (60 კვ.მ): მასშტაბური სივრცე ნატურალური ხის იატაკით და დიდი ვიტრაჟებით.
სამზარეულო & სასადილო ზონა (35 კვ.მ): თანამედროვე, მაღალი ხარისხის მასალებით შესრულებული სამზარეულო კუნძულით, ჩაშენებული პრემიუმ ტექნიკითა და ცალკე გამოყოფილი სასადილო კუთხით.
ცალკე დამხმარე ზონები
დამხმარე სამზარეულო სამრეცხაო/საუთოებელი ოთახი და საკუჭნაო.
სამუშაო კაბინეტი: წიგნების ჩაშენებული თაროებით, ხის მასიური მაგიდითა და პანორამული ფანჯრით.
50 კვ.მ საზაფხულო ვერანდა: მოწყობილი გარე ავეჯით, საქანელა-სავარძლით, განათების სისტემითა და ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედებით + აივნები ყველა ოთახში.