4 ოთახიანი, გარემონტებული ბინა ავეჯით. მდებარეობს საბურთალოზე, მარო თარხნიშვილის ქუჩაზე (ყოფილი დელისის ქუჩა). ნუცუბიძის ქუჩიდან 200 მეტრში, დელისის მეტროდან დაახლოებით 10 წუთი ფეხით. განთავსებულია ახალ აშენებულ, 6 სართულიან მყუდრო კორპუსის მეექვსე სართულზე. კორპუსი აშენებულია ფერდობზე: ქუჩის მხრიდან ბინა არის მეოთხე სართულზე, ეზოს მხრიდან — მეექხვე. კორპუსის სახურავზე არის საერთო გამოყენების ტერასა ქალაქზე პანორამული ხედებით. ფართი (რეესტრის ამონაწერით) 96,3 კვ.მ. ნათელი, სტუდიოს ტიპის მისაღები/სამზარეულო ვერანდით და ულამაზესი ხედებით. 1 სველი წერტილი. ავეჯით. ბინაში არსებული ელექტროატრაბუტიკა და ინვენტარი მწყობრშია: სარეცხი მანქანა, მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ქურა, ღუმელი. გათბობა და გაგრილება მუშაობს იდეალურად.